მასწავლებელთა I რაიონული კონფერენცია ,,განვავითაროთ ერთმანეთი"
ინიციატორი: პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ მასწავლებელი ნინო ჭიჭინაძე
მხარდამჭერი: მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი და მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის II სკოლა
თარიღი: 21.05.2017
კონფერენციის თემა პირდაპირ კავშირში იყო, პროფესიულ განვითარებასა
და კარიერული წინსვლის სქემასთან.
რა იყო კონფერენციის მიზანი?
კონფერენციის
მიზანი იყო, პედაგოგთა შორის მომხდარიყო კოლაბორაცია,
სწავლა-სწავლების პროცესის გაუნჯობესებისთვის. ჩართულმა პირებმა მოამზადეს საგანმანათლებლო
სისტემის ირგვლივ საინტერესო თემები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მოიყვანეს პრაქტიკიდან
საუკეთესო მაგალითები და შეხედულებები. მოხდა საგანმანათლებლო სფეროში აქტუალურ თემებზე
მსჯელობა.
აქტუალური იყო თუ არა კონფერენცია?
პედაგოგების მიერ საკუთარი პრაქტიკიდან გამოყოფილი და განხილულ იქნა
საუკეთესო მეთოდი, ან სათქმელი რასაც თვლიდნენ, რომ ყველასთვის გამოსადეგი და საინტერესოა.
რაც უდავოდ საჭირო იყო, იმ სივრცეში დასაქმებული პედაგოგებისთვის ვისაც არ აქვთ სემინარებსა
თუ კონფერენციებზე დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში წასვლის საშუალება.
http://svanetiinfo.ge/?p=3357
http://svanetiinfo.ge/?p=3357
მასწავლებელთა II რაიონული კონფერენცია ,,განვავითაროთ ერთმანეთი"
ინიციატორი: პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ მასწავლებელი ნინო ჭიჭინაძე
მხარდამჭერი: მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
თარიღი: 3.06.2018
რა იყო კონფერენციის მიზანი?
კონფერენციის
მიზანი იყო, პედაგოგთა შორის მომხდარიყო კოლაბორაცია,
სწავლა-სწავლების პროცესის გაუნჯობესებისთვის. სტიმულის მიცემა მასწავლებლებისთვის,
ისაუბრონ და გაგვიზიარონ პრაქტიკის საუკეთესო აქტივობები. ჩართულმა პირებმა, მოამზადეს
საგანმანათლებლო სისტემის ირგვლივ საინტერესო თემები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება,
მოიყვანეს პრაქტიკიდან საუკეთესო მაგალითები და
შეხედულებები. მოხდა საგანმანათლებლო სფეროში აქტუალურ თემებზე მსჯელობა.
აქტუალური იყო თუ არა კონფერენცია?
პედაგოგების მიერ საკუთარი პრაქტიკიდან გამოყოფილი და განხილულ იქნა
საუკეთესო მეთოდი, ან სათქმელი რასაც თვლიდნენ, რომ ყველასთვის გამოსადეგი და საინტერესოა.
მოვისმინეთ თემები, მაგ: ,,საფრთხეები და რისკები სასწავლო ვებ-რესურსების სასწავლო პროცესში ჩართვისას“, ,,მოტივაციის
ამაღლების საშუალებები“, ,,ტექნოლოგიებით სწავლება“ და სხვა. წარმოდგენილი თემები ეხებოდა თანამედროვე სწავლების
თავისებურებებს, რისკებს და დადებით შედეგებს. რომლის გაცნობა, უდავოდ საჭირო იყო, იმ სივრცეში დასაქმებული პედაგოგებისთვის,
ვისაც არ აქვთ სემინარებსა თუ კონფერენციებზე დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში წასვლის
საშუალება.
კონფერენცია
აქტუალური იყო, ჩაერთო სხვადასხვა რეგიონის 14 სკოლის, 15
წარმომადგენელი. დაესწრო 100-მდე მსმენელი.
კონფერენციას
მხარს უჭერდა, რაიონის რესურს-ცენტრის დირექტორი, ქალბატონი დარეჯან ნიგურიანი და მასწავლებლის
ეროვნული ჯილდოს, ხუთეულის წევრი ეკატერინე წულუკიძე. საპატიო სტუმრად წარმოდგენილი
იყო, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი წიკლაური. პარტნიორობა
გაგვიწია და გვიმასპინძლა მესტიის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა, ნინო წერედიანმა. კონფერენცია გაშუქდა ადგილობრივ
ბეჭდურ და ვებ-მედიაში.
http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1528886512.pdf
No comments:
Post a Comment