მოსწავლეთა წიგნიერების დონის, მშობლიური ენის გრამატიკის შესწავლის
და მედიაწიგნიერების უნარის განვითარების მიზნით,
შევწმენი შემდეგი რესურსი. მედიარესურსები ცოდნასთან ერთად დადებითად ზემოქმედებს ბავშვების
მოტივაციაზე. ტესტი საჯარო და მიზნობრივია. ქართულის პედაგოგისთვის, გამოსადეგია IV,V კლასის მოსწავლეებთან მუშაობისას.
განვმარტავ თუ როგორ შეიძლება რესურსის გამოყენება.
ტესტი მასწავლებელმა
შესაძლოა დიაგნოსტიკისთვის გამოიყენოს,
მისი საშუალებით შეიძლება დაადგინოს თუ რა ცოდნა აქვს ბავშვს რიცხვითი სახელის შესახებ
და რომელი მიმართულებით არის საჭირო მუშაობა.
გარდა დიაგნოსტიკისა,
როდესაც პედაგოგი დაასრულებს რიცხვით სახელზე მუშაობას, ტესტის საშუალებით შეუძლია
შეაჯამოს სამუშაო, ვინაიდან რესურსი მოიცავს
რიცხვითი სახელის თითოეულ მიმართულებას, კლასებად დანაწილებას, რიცხვითი სახელის კითხვებს, სწორად წერას და წაკითხვას.
ტესტი შედგება 10 კითხვისგან, თითოეულს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი.
მოსწავლის პასუხის დაფიქსირების და სისწორის შემთხვევაში, პასუხი გამწვანდება, ეს ნიშნავს
რომ სწორად უპასუხა. გადავა შემდეგ კითხვაზე. ხოლო შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შეცდომა
გაწითლდება და სწორი პასუხი მწვანედ აციმციმდება. ამით მოსწავლე დაინახავს თუ რომელია
სწორი აღიქვამს და დაიხსომებს. ტესტის დასრულების შემდეგ დაეწერება მონაცემები, თუ
10 კითხვიდან რამდენს გასცა ბავშვმა სწორი პასუხი.
რესურსის გამოყენება შეგვიძლია მათემატიკაშიც,
ვინაიდან მნიშვნელოვანია მათემატიკა მოსწავლემ აღიქვას ზოგადსაკაცობრიო კულტურის
ნაწილად, ტესტი კი გვაძლევს საშუალებას რომ მათემატიკური ცოდნა მშობლიური ენის
ნაწილად შეიცნოს ბავშვმა. ამავდროულად მოსწავლემ მნიშვნელოვანია იცოდეს მილიონის
ფარგლებში რაოდენობითი რიცხვითი სახელების სიტყვიერად სწორად ჩაწერა. ასევე
რიგობითის შემთხვევაში სწორად წაკითხვა.
ვთვლი, რომ
რესურსი/ტესტი ეფექტურია, ვინაიდან დასასრულს ნათლად გამოჩნდება ბავშვის, მიერ სწორად
ამოხსნილი დავალებები, რაც მასწავლებლისთვის შემოწმების მარტივ საშუალებას იძლევა,
ასევე ბავშვს აძლევს თვითშეფასების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია,
რომ რესურსი საჯაროა, დადებულია საიტზე
რომელიც მარტივად მოსახმარი და ცნობადია. შესაბამისად, ნებისმიერ მოსწავლეს, მასწავლებელს
და მშობელს შეეძლება მისი გამოყენება, როცა სურს ბავშვის ცოდნა შეამოწმოს ან განავითაროს.
რესურსის რეფლექსია
წიგნიერება
და მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციებია.
მშობლიური ენის გრამატიკის ცოდნა,- კი უმნიშვნელოვანესი.
ოცდამეერთე საუკუნის ბავშვების მოტივაციას, დიდწილად ზრდის კლასიკური ინფორმაციის შერწყმა
ტექნოლოგიებთან, მათთვის მნიშვნელოვანია მედია სამყაროში ორიენტირება, გადაწყვეტილების
მიღება და ცოდნის ამგვარად მიღება თუ გამოვლენა. სწორედ ამ მიზნით შევქმენი მოცემული რესურსი,
რომ ბავშვმა ტექნოლოგიების გამოყენებით დამოუკიდებლად შეიძინოს ან შეამოწმოს საკუთარი
ცოდნა და ეს პროცესი იყოს სასიამოვნო, დადებითად აისახებოდეს მოსწავლის როგორც განათლებაზე,
ასევე მოტივაციაზე.
ასაკობრივი თვალსაზრისი გათვალისწინებულია
შემდეგნაირად, სასწავლო გეგმის მიხედვით ისინი სწავლობენ რიცხვით სახელს. ასევე, ბავშვები
უკვე იცნობენ ტესტებთან მუშაობის პრინციპს, აქვთ შეხება ტექნოლოგიებთან. რესურსი
ითვალისწინებს და უზრუნველყოფს სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლას.
ქართ. IV. 7. IV. 13. V.
10.
მათ.IV.1.
ის.ტექნ.დაწყ.2.
|
|
ის.ტექნ.დაწყ.3.
|
|
ის.ტექნ.დაწყ. 5.
|
რესურსი შინაარსობრივად, ორგანიზებული
და თანმიმდევრულია. ითვალისწინებს რიცხვითი სახელის რაობას, რაგვარობას, შეკითხვებს,
მართლწერას და მართებულ კითხვას. მოიცავს ინტერაქტიულ
პრინციპს (კითხვა-პასუხი), ასევე ინდუქციურ გზას (მაგალითის მიხედვით დასკვნის გამოტანა).
კითხვები თემატურად იმგვარადაა დააგებული, როგორც საკოლო/სასწავლო მასალა, მარტივიდან
რთულისკენ. მონაცემთა ამგვარი წყობა, მოსწავლეს გაუიოლებს მუშაობას.
რესურსი გამოვიყენე მე-4 კლასში. მოცემული ტესტით შევაჯამეთ
ცოდნა რიცხვითი სახელის შესახებ. ბავშვებმა
როლები გაითავისეს სამუშაო, შეასრულეს ტესტი და მათ საკუთარი ცოდნა ნათლად დაინახეს.
როგორც ქართული ენის გრამატიკის, ასევე მედიაწიგნიერების კუთხით მათი ცნობიერება გაიზარდა. ტესტი საშუალებას იძლეოდა მოსწავლეებს შეცდომის
შემთხვევაში სწორი პასუხი დაენახათ და შემდეგ გადასულიყვნენ ახალ საკითხზე, ეს მათ
უადვილებდათ დაენახათ სწორი ცოდნა. მოსწავლეთა ინტერესის ზრდა გამოიწვია, როდესაც მათემატიკის
და ქართული ენის ინტეგრირება მოხდა. მათ პარალელები დაინახეს ორ საგანს შორის. ამავდროულად,
ბავშვების მოტივაცია გაიზარდა, როცა ტესტი
შევიტანე არა ფურცლით, არამედ ელექტრონულად, შესაბამისად რესურსმა მიზნის მიღწევის
საშუალება მომცა.
ბავშვებმა
გამოიყენეს ტექნოლოგიები, იმუშავეს ცოდნის ორგანიზებასა და რეალიზებაზე, ასევე საკუთარი
არჩევანის მართვაზე. ტესტისადმი ინტერესი მაღალი იყო, ვინაიდან ქართული ენის გრამატიკა
მათთვის საინტერესოა, მითუფრო ამ ფორმით. იყენებდნენ ტექნოლოგიებს, თავადვე ამოწმებდნენ
სწორად შეასრულეს თუ არა, ხედავდნენ საკუთარ შედეგს და ეს მათ ძალიან ახარებდათ.
No comments:
Post a Comment