ჩვენს მიერ ნებისმიერი საქმიანობის დაწყება კონკრეტულ
მიზანს ემსახურება, ცხადია ბლოგის შექმნაც მიზნობრივად გადავწყვიტე. მსურს საკუთარი გამოცდილება გავხადო საჯარო. შევქმნა ელ-პორტფოლიო, სადაც ორგანიზებულად მოვაქცევ
ჩემს ნამუშევრებს, რათა მეტმა ადამიანმა გაიცნოს ის და გამოიყენოს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია,
რომ ბლოგზე განთავსებული მასალა, ტესტები, პროექტები, თემატურები და სხვა... ხელმისაწვდომი
იყოს დაინტერესებული მასწავლებელისთვის, შეძლონ მისი ჩამოტვირთვა და გამოყენება. ბლოგის
მიზანია, ასევე ჩემი საქმიანობის ორგანიზებული
ფორმირება, ერთ ჩარჩოში მოქცევა, შეკრება ყველა იმ მასალის, რაც ყოველწლიურად გროვდება
ჩემი მუშაობის პარალელურად.
ბლოგის შინაარსი
საქმიანობის მრავალფეროვნებას ეფუძნება. ერთიანდება cv, კარიერული წინსვლა,
პროექტები, ტესტები, კლასგარეშე აქტივობები, სტატიები, რესურსები, რაიონული კონკურსები
და ა.შ.
ბლოგი პრაქტიკული ხასიათისაა, კერძოდ, იგი გამოადგება
მაძიებელ პედაგოგს, რომელსაც სურს ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობები განახორციელოს
კლასში და სასწავლო პროცესი გახადოს საინტერესო. ამ მიზნით, ბლოგზე განთავსებულია პროექტები,
საინტერესო/სახალისო აქტივობები და რესურსები, რომელთა გამოყენება სწავლის შედეგს გაზრდის.
No comments:
Post a Comment