1. პროექტის ,,დედამიწა“ დაგეგმვა და წარმართვა განაპირობა
თემის აქტუალობამ, ვინაიდან მე-4 კლასში სასწავლო გეგმით განსაზღვრულია ამ საკითხის
საფუძვლიანი შესწავლა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ რამდენი ოკეანეა, კონტინენტია,
რომელი მათგანი სად მდებარეობს მსოფლიო რუკაზე, რომელი ცხოველი/ფრინველი ბინადრობს,
როგორია კლიმატი, ფლორა, ფაუნა, რით გამოირჩევა სხვა კონტინენტისგან და ა.შ. მოცემული
მიმართულებით სასკოლო სახელმძღვანელოში, რომლის მიხედვითაც შევისწავლეთ დედამიწა, მწირი ინფორმაციაა,
სწორედ ამ მიმართულების უკეთ გასაგებად დავგეგმე პროექტი რომელიც ინფორმაციის მოძიება
გაანალიზებასთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოს გულისხმობს.
https://drive.google.com/file/d/1zaFo0z1m8Lg0klOSH0qNmUznubx3vaUb/view?usp=sharing
2. საგანმანათლებლო სივრცეში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა და მშობლის ჩართულობის ზრდა, სახელმწიფოს ორიენტირია, მთავარი ღერძია რასაც განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ყოველმა პედაგოგმა განახორციელო სხვადასხვა სამუშაო ამ მიმართულებით. პროექტი ,,ჯანსაღი კვება“ ითვალისწინებს მგმ-ს დასახვასა და მიღწევას. დაწყებითი კლასის მე-4 კლასში მოსწავლე უნდა აანალიზებდეს რა არის მისი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი, რას გულისხმობს ჯანსაღი კვება, რა სახის საკვები არის აუცილებელი ადამიანისთვის, რა სიკეთის მოტანა შეუძლია სწორ კვებას შორეული მომავლისთვის?
ზემოაღნიშნულთან ერთად, აღსანიშნავია ბავშვების ინტერესი, მათ პროექტის თემატიკა მოიწონეს, განსაკუთრებით გაუხარდათ, რომ მათ მოუწევდათ მშობლები და სკოლელები ჩაერთოთ პროექტში.
No comments:
Post a Comment