- 1. რაიონულ პროექტ/კონკურს ,, ინტელექტის“ ორგანიზება და მონაწილეობა.
- პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივირება, ცოდნის გამოვლენა და შედეგის დანახვა თუ რა ისწავლეს როგორ განვითარდნენ სასწავლო წლის განმავლობაში. რამდენად სხარტია მათი აღქმა და აზროვნება, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოვლენა კონკურენტუნარიან სასწავლო გარემოში.პროექტი მზადდებოდა 1 თვე, ჩართული არის მესტიის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლა, გაიმართა პირველი ტური შიდასასკოლო და ფინალში გადავიდა 14 სკოლის 71 მოსწავლე. მათ გაიარეს წარმატებით სასკოლო I ტური, 1 ივნისს კი მესტიაში გაიმართება ფინალი. სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი პრიზები (ენციკლოპედიები), მონაწილეებს კი სიგელები. პროექტი გულისხმობს ძირითადი საგნებიდან, მომზადებულ კითხვებზე პასუხს განსაზღვრულ დროში.შედეგად მოსწავლეებს შორის ამაღლდა მოტივაცია, ცდილობდნენ მთელი წლის ნასწავლი გაემეორებინათ და ასევე შექმნილი კონკურენტული გარემო მეტად საინტერესოს ხდიდა მოსწავლეთათვის მოსამზადებელ პროცესს. ჩემი სადამრიგებლოს შედეგია კატეგორიაში I და II ადგილები.პროექტი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით, გამგეობიდან, ასევე ადგილობრივ პრესაში გააშუქდა. ეს ყოველივე დიდი სტიმულია სკოლებისთვის ჩაერთონ და რაიონული მაშტაბით წარმოაჩინოს სკოლის სახე.
- მოსწავლეთა სასკოლო-შემეცნებითი კონფერენცია ,, ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს"კონფერენციის მიზანი/შედეგი. კონფერენციის მიზანის წარმოადგენდა, მოსწავლეთა შორის მოტივაციის ამაღლება, აუდიტორიასთან ურთიერთობის და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. მოსწავლეთა თვალით დანახული საინტერესო თემების გაცნობა. ბავშვებში ცნობიერების და თვალსაწიერის გაფართოება. გაცნობა, თუ რას გულისხმობდა კონფერენცია და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონფერენციო თემა. კონფერენციის შედეგად მოსწავლეებმა, დახვეწეს ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და მეტყველების უნარი. შეძლეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. მოისმინეს თანატოლთა ნაამბობი და ინფორმირდნენ სხვადასხვა საკითხებში, ასევე გამოხატეს სხვისი აზრის პატივისცემა.
აქტუალობა. კონფერენციის ჩატარების საჭიროება დავინახე, ვინაიდან რაიონის სკოლებს შორის ნაკლებია თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებები სადაც ბავშვები ერთმანეთს მოუსმენენ, გაიცნობენ საკუთარ და სხვათა ინტერესებს და უნარებს. ასევე სოფლის სკოლის ბავშვები მოკლებულნი არიან აუდიტორიის წინაშე გამოსვლებს, რომლის გარეშეც საკომუნიკაციო უნარების განვითარება რთულია. ბავშვები მიჩვეული არ არიან, თემა წარადგინონ ფართო აუდიტორიის წინაშე. სკოლის ბაზა არის, მათი გამოსვლების მაშტაბი. გარდა საკომუნიკაციო უნარებისა, მოსწავლეები შინ საუბრობებ სვანურ ენაზე, რაც ხარვეზებს აჩენს მათ მეტყველებაში. შესაბამისად საჭიროებენ მაქსიმალურად მივაწოდოთ ისეთი აქტივობები სადაც ინფორმაციის წარდგენა უწევთ ვერბალურად. კონფერენცია კი ამ მიმართულებაზე სამუშაოდ,ოპტიმალური აქტივობაა.მსვლელობარესურს-ცენტრის დახმარებით სკოლას მივაწოდე დებულება, სადაც მოსწავლეთა კონფერენციის მიზნები, საჭიროება და მონაწილეობისთვის მოსამზადებელი ნაბიჯები იყო გაწერილი. მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ ორ ასაკობრივ კატეგორიად; დაწყებითისთვის გამოსვლის დრო იყო 15 წთ. მაღალი კლასებისთვის 15-20 წთ. ბავშვებს შეეძლოთ თემა წყვილში წარმოედგინათ ან ჯგუფურად, რაც მათ შფოთვის დონეს ამსუბუქებდა. მონაწილეებმა აირჩიეს საინტერესო საკითხები, იმუშავეს 1 თვის განმავლობაში, მოიძიეს ლიტერატურა, გამოიყენეს ენციკლოპედიები, ინტერნეტი და ადამიანური რესურსი. შემდგომ ამის პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მსმენელისთვის. ჩართულობა იყო მოსალოდნელზე მაღალი (ვინაიდან ჩატარდა პირველად) . მონაწილეობდა 8 სკოლის 50 მდე მომხსენებელი, მოვისმინეთ 20 თემა. მონაწილეები დავაჯილდოვეთ დიპლომებით.გვიმასპინძლა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, კონფერენციის ჩატარების შემდეგ დავათვალიერეთ წარმოდგენილი ექსპონატები. კონფერენციამ დაიმსახურა მოწონება, გაშუქდა ადგილობრივ ბეჭდურ და ვებ-მედიაშიფოტომასალა
მოსწავლეთა კონფერენციები და კონკურსები (ინიცირებული)
Subscribe to:
Comments (Atom)


No comments:
Post a Comment